მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა

ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან რამდენიმე საათში სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო მოქმედებების განახლებაზე საუბრობენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, შუშან სტეპანიანი ფეისბუქზე წერს, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უგულებელყო და 12:05 წუთზე აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფმა ყარახამბეილზე იერიში მიიტანა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში სომხეთის ამ განცხადებას მორიგი სიცრუე და პროვოკაცია უწოდეს და ცეცხლის განახლებაში აქეთ დაადანაშაულეს, რაც, ასევე, სომხურმა მხარემ უარყო.

სომხეთი და აზერბაიჯანი 11 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე, დღეს, 10 ოქტომბერს, შეთანხმდნენ.

სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მოსკოვში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ოქტომბერს მიიწვია.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.

ბოლო მონაცემებით ბრძოლები რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს, ყველაზე აქტიური მათ შორის ყარაბაღის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი, როგორც სამხედროებს, ასევე, სამოქალაქო პირებს შორის რამდენიმე ასეული ადამიანია. აღსანიშნია, რომ აზერბაიჯანი გარდაცვლილ სამხედროებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, მაშინ, როცა სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ასეულობით ჯარისკაცი მოუკლა. თვითაღიარებული არცახის რესპუბლიკის (ყარაბაღი) პრეზიდენტის განცხადებით, განადგურებულია ცალკეული ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button