პროტესტანტულმა ეკლესიამ ერთსქესიანთა ქორწინება აკურთხა

ლეგალიზების ორი წლის თავზე, საფრანგეთის გაერთიანებულმა პროტესტანტურმა ეკლესიამ, რომლის მრევლი რეფორმატორებისა და ლუთერანებისგან შედგება, ერთსქესიანთა წყვილებს კურთხევის ნება დართო.

საფრანგეთის ქალაქ სეტში გამართულ კენჭისყრაზე, 97 დელეგატიდან, წინააღმდეგი მარტო სამი იყო. პროტესტანტები საქორწილო ცერემონიალს არ მართავენ, თუმცა ამიერიდან,  ოფიციალურად დარეგისტრირებული არატრადიციული წყვილები, პროტესტანტულ ტაძარში კურთხევას თავისუფლად მიიღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button