ეკონომიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“პროტესტი კოვიდრეგულაციებს”

“პროტესტი კოვიდრეგულაციებს”, – ასეთი დასახელების ჯგუფი გაიხსნა ფეისბუქში, რომლის წევრებიც დღეს 18 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ იკრიბებიან და მხარდამჭერებსაც აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენი მთავარი მესიჯებია:
1) სოციალური ფონის გაუმჯობესება!
2) თვითდასაქმებულების პრობლები!
3) გარანტია იმის შესახებ რომ, რაც საზოგადოებამ ამ 6 თვეში გამოვიარეთ,
ისევ იგივეს რომ არ გამოვივლით!
4) კოვიდრეგულაციების მოხსნა!
5) შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან!” – წერს ჯგუფის წევრი გიორგი შარაბიძე.

სხვა მომხმარებლები უფრო კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ:

“ბანკების გადავადებაც მიაწერეთ რა.”

“კორონა კი განკურნებადია, მაგრამ შიმშილით რო დახოცავენ ხალხს ))) იმაზეე რას იტყვით?!!! უმუშევარი რო რჩებაა უამრავიი ადამიანები, რითი უნდა ირჩინონ თავიიი!!!! რა მიკვირს იცით?????!! როცა 3 თვის წინ იძახი მეორე ტალღა მეორე ტალღა იქნებაააოო!!!!მთელი ზაფხული გადავსებული ბარები, კაფები, ბულვარები, პლიაჟები რო გგქონდათ, მაშინ არ იყოო ეპიდ საშიშროება, რო არ აკონტროლებდიიიით???!!!! თუ მაგ დროს ეძინააა)))თუ როცაა გვაწყობს, მაშინ არის კორონა და როცა არ გვაწყობს, მაშინ არაა!!!”

შეგახსენებთ, 9 სექტემბერს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რეგულაციები გაამკაცრა.

კერძოდ,

თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება;

10 სექტემბრიდან იკრძალება ე.წ. სოციალური თუ სარიტუალო ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და სხვა, მათ შორის ღია სივრცეში;

10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე იზღუდება; თუმცა, აღნიშნული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციასა და პოლიტიკურ პროცესზე არ გავრცელდება;

ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button