მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის განცხადებით კიევი მოსკოვს აშინებს

მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმა ტერორისტული აქტია. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
კიევი უარყოფს, რომ დარტყმა განახორციელა მოსკოვზე.
„ეს ომი ჩვენ არ გაგვიჩაღებია 2014 წელს – კიევის რეჟიმმა გააჩაღა დონბასში. და ჩვენ არ ვიყენებთ ამ საშუალებებს, რომლებსაც უკრაინელები იყენებენ. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მოსკოვში მშვიდობიან ობიექტებზე თავდასხმა“ , – განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რუსული არმია ახორციელებს ზუსტ დარტყმებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მათ შორის „უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბზე, რომელზეც ორი-სამი დღის წინ დარტყმა განხორციელდა“.

„მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთის დაშინების, რუსეთის მოქალაქეების დაშინების და საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმის მცდელობის გზა. ეს, რა თქმა უნდა, ტერორისტული საქმიანობის აშკარა ნიშანია“ , – განაცხადა კრემლის ლიდერმა.

პუტინის თქმით, უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ტოტალური ომია გაჩაღებული.

„ვნახოთ, რა ვუყოთ ამას. მაგრამ უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ახლა სიტყვის უფლება არ აქვთ, რადგან უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტოტალური ტერორია გაჩაღებული, მაინც უნდა იცოდნენ, რისკენ უბიძგებს ამ ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობას ნორმალური და დამაკმაყოფილებელი უწოდა.
პუტინმა თქვა, რომ მოსკოვზე დარტყმით რუსეთს „სარკისებრი ქმედებებისკენ უბიძგებენ“. რა ქმედებებზეა ლაპარაკი, მას არ დაუკონკრეტებია. რუსეთის არმია კიევს შარშან თებერვალში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე უტევს, მხოლოდ 2023 წლის მაისში ასეთი თავდასხმები მინიმუმ 17-ჯერ განხორციელდა.

პუტინის თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმები უკრაინის იერიშებისგან იმით განსხვავდება, რომ ისინი „ხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით“. თებერვალში უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვისას ბომბები, რაკეტები და მათი ნამსხვრევები რეგულარულად ხვდება სამოქალაქო ობიექტებს. მოსკოვი თითქმის არასდროს აკეთებს კომენტარს მსგავს თავდასხმებზე, იშვიათ შემთხვევებში მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის სამოქალაქო ობიექტებს არ უმიზნებდა.
მისი თქმით, მთლიანობაში, გასაგებია, რა არის საჭირო „დედაქალაქის საჰაერო თავდაცვის შეკუმშვისთვის“ და ამას ხელისუფლება გააკეთებს.

მოსკოვზე თავდასხმა კიევის პასუხია რუსეთის მიერ განხორციელებულ ეფექტურ დარტყმებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„აშკარაა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კიევის რეჟიმის პასუხზე ჩვენს ძალიან ეფექტურ დარტყმებზე ერთ-ერთ გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრზე, რომელიც კვირას მოხდა“, – აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button