მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის მიწვევით ალიევი მოსკოვში ჩავიდა-ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
“22 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურს საერთაშორისო აეროპორტ “ვნუკოვო-2“-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით წერს, ილჰამ ალიევი და ვლადიმერ პუტინი განიხილავენ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონულ პრობლემებს.
ალიევს ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აზერბაიჯანს რუსეთის დიდი მეგობარი, მეზობელი, პარტნიორი და მოკავშირე უწოდა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი, თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და, რაც მთავარია, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მდიდარი ტრადიციები. ორივე მხრიდან არის პოლიტიკური ნება, ყველანაირად გავაგრძელოთ და განვავითაროთ ეს ურთიერთობები“, – განაცხადა პესკოვმა.
რუსული მედიის ცნობით, პუტინი და ალიევი ასევე შეხვდებიან ბაიკალ-ამურის მაგისტრალის ვეტერან მშენებლებს და რკინიგზელებს. შეხვედრა დაკავშირებულია აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობის დაწყების 50 წლისთავთან. აღნიშნულ მშენებლობას საბჭოთა კავშირის დროს ჰეიდარ ალიევი კურირებდა.
2022 წელს ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტი, რომელიც 43 მუხლისგან შედგება, ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა მრავალ სფეროში.

მსგავსი პოსტები

Back to top button