“ქართული ოცნება” ოდესის მოსახლეობას უთანაგრძნობს

“ქართული ოცნების” წევრები უკრაინელ მოსახლეობას და ოდესელებს უთანაგრძნობენ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის დანიშვნის გამო.  

პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ მათთვის გაუგებარია.

„ძვირფასს უკრაინის ხალხს, განსაკუთრებით კი ოდესის მოსახლეობას ვუთანაგრძნობ. ეს არის, ჩემის აზრით, უკრაინის ხელისუფლების ძალიან სერიოზული შეცდომა. ეს მათი გადასაწყვეტია. მე არ ვერევი მათ საქმეში,“ – ამბობს უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე.

დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე კი აცხადებს, რომ, თუკი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება.

„მისივე კანონია ეს და, თუკი ის გუბერნატორი ხდება, შესაბამისად ხდება უკრაინის მოქალაქე, მან უნდა დათმოს საქართველოს მოქალაქეობა. რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას, სააკაშვილისთვის თუ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვფიქრობ ეს იქნეოდა უპასუხისმგებლო და საკუთარი თავის შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება,“ – ამბობს დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე “რუსთავი 2”- თან ინტერვიუში.

მსგავსი პოსტები

Back to top button