ორი ოპოზიციური პარტიის აქციაზე, რომელიც 6 ივნისს ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში, დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით იყო დაგეგმილი, ყაზახეთის პოლიციამ 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავა.
იუწყებიან, რომ ათობით მოქალაქე ქვეყნის კომერციულ დედაქალაქ ალმა-ათაში დააკავეს. ვრცელდება ცნობები დაპატიმებებზე სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, დედაქალაქ ნურსულთანში.
დემონსტრანტები დააკავეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, დემონსტრაციების შესახებ, შედარებით ლიბერალური კანონი ამოქმედდა.
უფლებადამცველი ჯგუფები პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მან ვერ შეძლო ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარების გამოსწორება მას შემდეგ, რაც ვეტერანი ლიდერი, ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა. ნაზარბაევი 2019 წელს, 30 წლიანი მმართველობის შემდეგ გადადგა.
კორონავირუსის პანდემიის გამო ენერგიაზე ფასების ვარდნა ნავთობით მდიდარ ყაზახეთზე მძიმედ აისახა.