ყმაწვილი იესოს სურათი გამოქვეყნდა [ფოტო/ვიდეო]
იტალიელმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა, სასამართლო მედიცინის კომპიუტერული მეთოდის გამოყენებით, ქრისტეს სუდარის მიხედვით, 12 წლის იესოს გამოსახულება დაადგინეს.
ქრისტეს სუდარა (ასევე ცნობილი როგორც ტურინის სუდარა) — ქსოვილის ნაჭერი, რომელშიც გადმოცემით იესო ნაზარეველი გაახვიეს გარდაცვალებისას ამჟამად, ტურინის საკათედრო ტაძარში ინახება.
ახალ აღთქმაში ქრისტეს მოციქულები ადასტურებენ, რომ იოსებ არიმათიელმა, ქრისტეს (საიდუმლო) მოწაფემ და ნიკოდემოსმა ჩამოხსნეს ქრისტეს სხეული ჯვრიდან, განბანეს ნელსაცხებლებით, გაახვიეს სუდარაში და დამარხეს კლდეში ახლადგამოკვეთილ სამარხში, ისე, როგორც ებრაელები, ჩვეულებისამებრ, გარდაცვლილებს მარხავდნენ.
იოანე ღვთისმეტყველი მოგვითხრობს, რომ იგი პეტრესთან ერთად შევიდა სამარხში, მაგრამ ჯვარცმული ქრისტეს სხეული ვერ იპოვნა.
ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4.36 X 1,1), ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის ნაწამები ადამიანის გამოსახულება.
მოოქროსფრო-მოყავისფრო ანაბეჭდებს ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა დამახასიათებელი თვისება აქვთ. შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდა, რომ გამოსახულება 3 განზომილებიანია. ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა იესოს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და სხეულს მთლიანად ფარავდა .
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”5023″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”10″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]