“კახეთის 5 ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს” – ცესკო

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, კახეთის 5 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ცესკოს წინასწარი მონაცმეები ასეთია:

საგარეჯოს N23 მაჟორიტარული ოლქი- ზურაბ ჭიაბერაშვილი ნაციონალური მოძრაობა – 20,82% და რომან მუჩიაშვილი ქართული ოცნება -79.18%.

გურჯაანის N24 მაჟორიტარული ოლქი – გიორგი ღვინიაშვილი ნაციონალური მოძრაობა – 21.46% დავით სონღულაშვილი ქართული ოცნება -78.54%.

ლაგოდეხის N26 მაჟორიტარული ოლქი – გურამ კაკალაშვილი ნაციონალური მოძრაობა – 24.43% და გურამ მაჭარაშვილი ქართული ოცნება – 75.57%.

თელავის N27 მაჟორიტარული ოლქი – გიორგი ბოტკოველი ნაციონალური მოძრაობა – 30.54% ირაკლი სესიაშვილი ქართული ოცნება – 69.46%.

ახმეტის N28 მაჟორიტარული ოლქი – შაქრო ტერტერაშვილი ნაციონალური მოძრაობა – 26.17% გელა სამხარაული ქართული ოცნება -73.83%.

კახეთში სულ 6 საარჩევნო ოლქი იყო, თუმცა დედოფლისწყარო-სიღნაღის ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ირაკლი შოლაშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button