მნიშვნელოვანისიახლეები

ყოფილი სამხედროების ულტიმატუმი ხელისუფლებას

ყოფილი სამხედროების ულტიმატუმი ხელისუფლებას. თუ 10 თებერვლამდე ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული მამუკა ჩხიკვაძე პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ, გადაკეტავენ ავტობანს და არ გაუშვებენ რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს.

სწორედ 10 თებერვალს გადის ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩხიკვაძისთვის დაწესებული 2 თვიანი პატიმრობის ვადა.

ყოფილი სამხედროები ასევე მოუწოდებენ მმართველ გუნდს, შეწყვიტონ რუსეთის მთავრობის არგაღიზიანების პოლიტიკა.

რასაც ვითხოვდით, მოხდა- ,,წითელმა ჯვარმა” მოინახულა მამუკა ჩხიკვაძე. მათი ინფორმაციით, ზედაპირულად მამუკას ნაცემი არ ეტყობა. ველოდებით, როდის გამოვა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი და რა განცხადებას გააკეთებს, ვფიქრობ, უნდა გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, აქტიური ნაბიჯები, რომ გაათავისუფლონ მამუკა ჩხიკვაძე და ჩვენი სხვა თანამოქალაქეები. თუ არ გათავისუფლდებიან, ჩვენ დავიწყებთ აქციებს.

მთავრობა განაგრძობს არგაღიზიანების პოლიტიკას. წინასწარპატიმრობის ვადა გასდის მამუკას და იმედს ვიტოვებთ, რომ მისი გათავისუფლება მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა მოუგვარებელი დარჩება, ჩვენ, თანამებრძოლები და მეგობრები, ვაპირებთ აქციებს. – აცხადებს ყოფილი სამხედრო, გიორგი კასრაძე.

სტარასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 24 იანვრამდე უნდა გაასაჯაროვოს ინფორმაცია, თუ როგორია მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გამოუშვებენ თუ არა ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალქეებს? – ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე მცოცავი ოკუპაციის დასრულებისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხს დააყენებს.

ამ დროისთვის ცხინვალის იზოლიატორში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება

საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე ერგნეთში მსჯელობენ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აცხადებს, აქცენტი რამდენიმე საკითხზე გაკეთდება, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციაზე და საუბარი შეეხება კირბალში მიმდინარე პროცესებს.

ასევე, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ ყურადღება გამახვილდება უკანონო პატიმრობაში მყოფ 6 მოქალაქეზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button