მნიშვნელოვანისიახლეები

სოციალურმა აგენტებმა მუშაობა ერთი კვირის წინ შეწყვიტეს და გაიფიცნენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან გაფიცული სოციალური აგენტების აქცია მიმდინარეობს. გაფიცულები პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

სოციალურმა აგენტებმა მუშაობა ერთი კვირის წინ შეწყვიტეს და გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაორმაგებას მოითხოვენ. ამ ეტაპზე სოციალური სერვისების მიღება მოქალაქეებისთვის ვერ ხერხდება.

“დაბრუნებას არ ვაპირებთ სამუშაოზე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვები”-სოციალური აგენტები.

ჯანდაცვის სამინისტრომ მათ ხელფასების 60%-ით გაზრდა შესთავაზა. სამინისტროს შეთავაზების თანახმად, სოციალური აგენტების ხელფასი 200 ლარიდან 320 ლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც სოციალური აგენტების თქმით საკმარისი არ არის.

თბილისის პარალელურად სოცაგენტების საპროტესტო აქცია, იგივე მოთხოვნებით იმართება ბათუმშიც,

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი აცხადებენ, რომ მათი ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე დაბალია, ასევე არ აქვთ შესაბამისი სამუშაო პირობები. მათი თქმით, სააგენტო არ ანაზღაურებს ტრანსპორტირების და სამივლინებო ხარჯებს.

მათი მთავარი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით ზრდა, სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფა.

მათი ინფორმაციით, პროტესტის გაგრძელებას მანამდე გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

1 თებერვლიდან სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება.

მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. ცვლილების შესახებ დოკუმენტი გასაცნობათ თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ.

გარზდილი თანამდებობრივი სარგო სოციალური მომსახურების სააგენტოში დაასაქმებულ სულ 998 პირს შეეხება.

სოც.აგენტის ხმა აქციიდან

მსგავსი პოსტები

Back to top button