კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ყვარელში “საქართველოს ბანკზე”თავდამსხმელს ბრალს დღეს წაუყენებენ
საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი, კახეთის პოლიციის სამმართველოში წუხელვე გადაიყვანეს.
49 წლის შალვა მელიქიშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
დაკავებულის მეზობლები ყვებიან, რომ ის შემთხვევამდე ერთი საათით ადრე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედასთან ერთად იმყოფებოდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო.
შეგახსენებთ, შალვა მელიქიშვილი, 9 სექტემბერს, საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალში, ხელყუმბარით შეიარაღებული შეიჭრა და 13 მძევალი აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მძევლები განთავისუფლდნენ, ხოლო მელიქიშვილი დააკავეს.