ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად იბრძვის

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

ბიზნესმენის ქართველმა და უცხოელმა ადვოკატებმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ითქვა, სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყვეს, რომ კიდევ ერთხელ იგეგმება “რუსთავის 2”-ის წილების გადაფორმება, რათა წილების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება გართულდეს.

ადვოკატის თქმით, სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პროკურატურას “რუსთავის 2”-ის იძულებით ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. მისივე განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების პირიობებშიც ხალვაშმა არაერთხელ მიმართა პროკურატურას, როგორც “რუსთავი 2”-ის, ასევე სხვა ქონებების ძალადობრივი ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ ჩანს.

ამასთან, ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში პირობას დებს, რომ ჟურნალისტებს, მთელ შემოქმედებით გუნდს გარანტირებული ექნებათ საქმიანობის საუკეთესო პირობები, სრული ჟურნალისტური თავისუფლება და სარედაქციო ჩაურევლობა.

ნიკა გვარამიას განცხადება

ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება, ძალიან სასაცილო და ცინიკურია, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც “რუსთავი2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც გვარამიამ განაცხადა, “რუსთავი 2”-ის დღევანდელი მფლობელების წინააღამდეგ რაიმეს მიღწევა შეუძლებელია.

“ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში. თავისთავად ცხადია ეს არის ხელისუფლების თამაში, რომელიც ბოლო პერიოდში შეპყრობილია ტოტალიტარული შიზოფრენიით და ბოლო “კოზირი” როგორც ჩანს არის ქიბარ ხალვაში. როგორც სხვა მხარეებიდან არ გამოვიდა, ისე ამ მხარიდან არ გამოვა, მაღლა მზე იქნება და” რუსთავი 2″ იქნება იქ, სადაც არის”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button