რეგიონისიახლეები

ქორწილები, ქელეხები და დაბადების დღეები აჭარაში

აჭარაში 600-მდე ბიზნეს სუბიექტი გააფრთხილეს, 15 კი, დააჯარიმეს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, შეამოწმეს კვებისა და სპორტული ობიექტები, ასევე მარკეტები და სავაჭრო ცენტრები.

მათთვის, ვინც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს სათანადოდ არ იცავდა, სანქციები გატარდა. შეამოწმეს ტრანსპორტი და გააფრთხილეს მგზავრები და მძღოლები.

“7 შემთხვევაში გამოვიყენეთ სანქცია ქორწილის, ქელეხის, დაბადების დღის აღნიშვნის გამო.” – თქვა ფერაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.

მანამდე აჭარაში 4 კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერეს და 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button