რეგიონი
ქურდობა სოფელ გურჯაანში

ქურდობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში -სუპერმარკეტიდან თანხა, სასმელი და სიგარეტი წაიღეს.
შემთხვევა სოფელ გურჯაანში, წუხელ მოხდა.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, ერთ- ერთი ქსელური მაღაზიის შესასვლელი კარის მინები ჩაამტვირიეს და სუპერმარკეტში შეაღწიეს.
წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია თანხა, სასმელი და სიგარეტი.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.