მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ქუთაისში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 21 შემთხვევა გამოვლინდა
ქუთაისში, ბოლო 24 საათში, კოვიდინფიცირების 21 შემთხვევა გამოვლინდა. გუბერნატორის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების კონტაქტებია.
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის კლასტერში უკვე 40-მდე ინფიცირებულია. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში განთავსებულ კარავში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება გრძელდება.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი, 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.