მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყანაში კოვიდით უკვე 12 800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 53 პაციენტი.
დღიურად 10 981 ადამიანი აიცრა.
ქვეყანაში კოვიდით უკვე 12 800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 50 585 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3278 შემთხვევა.
ამავე პერიოდში კორონავირუსისგან კიდევ 3890 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 898 079 შემთხვევა. მათგან 844 875 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 879 ადამიანი.
კორონავირუსის მე-6 ტალღის მოლოდინში – ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების მორიგი მძლავრი ტალღა საქართველოში ახალი შტამის, “ომიკრონის” შემოსვლის შემდეგ დაიწყება.
მანამდე კი ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ საყურადღებოა. კვლავ განსაკუთრებით საყურადღებოა ლეტალობის მაჩვენებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button