რა იზღუდება 14 აგვისტოდან?
კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოში მთავრობა ახალ შეზღუდვებს აწესებს.
შეზღუდვა იმოქმედებს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე,
შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება. შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.
იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
ბავშვთა გასართობი ცენტრები;
კიდევ ერთი შეზღუდვა კვების ობიექტებს შეეხება. კერძოდ, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
შეგახსენბთ, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 189 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5128 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი.