მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რა შეზღუდვები შეიძლება ამოქმედდეს ზაფხულში

დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებაზე და ხაზი გაუსვა მოქალაქეების პასუხისმგებლობას. როგორც მან თქვა, ინფექცია სწრაფად ვრცელდება და აქტიური ჩარევის გარეშე ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება.

„ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი“,- განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button