მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ, თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილებს, მიმართა

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისადმი მიძღვნილ აქციაზე შკრებულ ადამიანებს უკრაინის რადის დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ მიმართა.

მან გაიხსენა, თუ როგორ გამოვიდა 33 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში თავისუფლებისთვის საბრძოლველად და მაშინ, მისი სიტყვებით, ქართველები იბრძოდნენ არა მხოლოდ მათი, არამედ, ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, რომელიც წარმოადგენს რეინკარნირებულ რუსეთის იმპერიას.

„ქართველო ძმებო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთვის სიტყვით გამოსვლა. 33 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა თავისუფლებისთვის საბრძოლველად, მაგრამ თქვენ, ქართველები იბრძოდით არა მხოლოდ თქვენი, არამედ ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, რომელიც წარმოადგენს რეინკარნირებულ რუსეთის იმპერიას. ამ დღეს რუსებმა ქართველები დახოცეს ჯოხებით, ნიჩბებით, გაზით…. გავიდა 33 წელი, საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღეს რუსი ჯარისკაცები კლავენ ათასობით უკრაინელს ბომბებით, ტანკებით, არტილერიით, რაკეტებით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ იმიტომ, რომ მთელი თავისუფალი სამყარო ერთიანია უკრაინის გარშემო. ჩვენთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან ქართველი, ლიეტუველი, პოლონელი, ბელორუსი, ამერიკელი და ბრიტანელი მოხალისეები და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ და დავამარცხებთ ბორტების იმპერიას. ჩვენი თავისუფლებისთვის, Слава Україні, საქართველოს გაუმარჯოს”, – აღნიშნა გონჩარენკომ.

ამასთან, როგორც გონჩარენკომ მიმართვაში განაცხადა, უკრაინა აუცილებლად მოიგებს ომს და დაამარცხებს ბორტების იმპერიას.

სოლიდარობის აქცია გაიმართა დღეს საქართველოს პარლამენტის წინ. აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები.

შეკრებილების თქმით, ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მათ გაიხსენეს 9 აპრილი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგიკულ ღამეს დაღუპულთა ხსოვნას.

მსგავსი პოსტები

Back to top button