მნიშვნელოვანისიახლეები

,,რადიკალურმა ოპოზიციამ უკადრებელი იკადრა და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა,,-კალაძემ ნაძვის ხის ანთება გადადო

თბილისში მთავარ ნაძვის ხეს დღეს, 14 დეკემბერს აღარ აანთებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ მათ, ვინც ნაძვის ხის საზეომო გახსნაზე მოდიოდა და რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, დაუშალონ. მათ არ მივცემთ საშუალებას წამოვიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხისა და საახალწლო ილუმინაციების ანთებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს.

„როგორც მოგეხსნებათ, დღეს 19:00 საათისთვის დავაანონსეთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. ეს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგში ეკუთვნის ჩვენს პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი უკადრებელი იკადრა და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა.

რუსთაველის გამზირზე, შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებთან მიმართულებით მოვისმინეთ განცხადებები, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ მათ, ვინც ნაძვის ხის საზეომო გახსნაზე მოდიოდა და რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, მათ არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა მათ დაშლისკენ მოვუწოდო.

ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყვეს. ამ ყველაფრის გადაწყვეტილებით, მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემს.

დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე თავისუფლების მოედანზე იმ ადამიანებთან მივიდა, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასასწრებლად რუსთაველზე იმყოფებიან. მან ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:

“ჩვენ ჩვენი ხალხი გვიყვარს და მაგიტომ, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ჩვენ ამ ყველაფერს მოვერიდეთ. დიდი მადლობა რომ ითვალისწინებთ და დავიშალეთ, არ დავძაბოთ ეს სიტუაცია”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ღონისძიებამდე რამდენიმე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს საახალწლო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ გაითიშა და დაიწყეს ტექნიკის დაშლა.

უკვე მე-16 დღეა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მერიას ნაძვის ხე უნდა აენთო, მთავარი საპროტესტო ადგილია. ისინი აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან არ დააყენებს საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

მსგავსი პოსტები

Back to top button