საქართველოსიახლეები

საპენსიო ფონდით, შესაძლოა, ენერგოპროექტები დაფინანსდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა მსხვილი ენერგოპროექტების თანადაფინანსებას მოხმარდეს.

მინისტრის მოადგილის თქმით, იმისთვის, რომ სამომხმარებლო ტარიფებზე ძვირადღირებული ენერგოპროექტების ეფექტი შემცირდეს, განიხილება მათში სახლმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება, რისი ერთ-ერთი წყარო, შესაძლოა, საპენსიო ფონდი იყოს:

“ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მსხვილ პროექტებში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფთხოებისთვის, საბაზისო სიმძლავრეებისთვის და იმისთვის, რომ შემცირდეს ამის ეფექტი სამომხმარებლო ტარიფზე, სახელმწიფომაც მიიღოს მონაწილეობა არამარტო თანაგარანტირებაში, არამედ თანადაფინანსებაში. ამის ერთ-ერთ წყაროდ პოტენციურად, შესაძლოა, განიხილულ იქნას საპენსიო ფონდი”, – ამბობს თურნავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button