მნიშვნელოვანი

რადიო თბილისმა და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ მემორანდუმი გააფორმეს

მედია ჰოლდინგმა ჰერეთმა (რადიო თბილისი FM93.5, რადიო ჰერეთი FM102.8 და რადიო ციტრუსი FM97.3 ) და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც რადიოსადგურების ეთერში მალე ერთობლივი რადიოპროექტი “ჯანმრთელობის ლაბორატორია” დაიწყება.

მეგი საჯაია და ეკატერინე მიქაბერიძე

რადიოპროექტის წამყვანი „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ხელმძღვანელი მეგი საჯაია იქნება, რომელიც დღეს რადიო თბილისის სტუდიას სტუმრობდა. მას მედიაჰოლდინგ ჰერეთის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე მიქაბერიძე მასპინძლობდა.

პროექტის მიზანია – მსმენელის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ცნობიერების ამაღლება,პირველადი ჯანდაცვის სერვისების, სკრინინგული პროგრამების, დაავადებების პრევენციის, სამედიცინო სამართლის მნიშველოვანი საკითხების პოპულარიაზაცია, ექიმთა და პაციენტთა უფლებების საკითხების შესახებ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

რადიოგადაცემა “ჯანმრთელობის ლაბორატორია” პირდაპირ ეთერში ყოველ პარასკევს 13:10 სთ, 23 თებერვლიდან დაიწყება და მსმენელს აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. 

მსგავსი პოსტები

Back to top button