აშშ-ში 8 ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ზომები გააფართოვა და 8 ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში ჩასვლა აუკრძალა.
პრეზიდენტის განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელდა. შეზღუდვები შეეხო ჩადის, ირანის, ლიბიის, ჩრდილოეთ კორეის, სირიის, ვენესუელის და იემენის მოქალაქეებს.
ტრამპის განცხადებით, ასეთი რადიკალური ზომები იმის გამო მიიღეს, რომ შეუძლებელია მიგრანტების შერჩევა იმის მიხედვით, ვინ არის უსაფრთხო და ვინ არა. პრეზიდენტი ვარადუდობს, რომ ეს აკრძალვა, პოტენციურ ტერორისტებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლაში ხელს შეუშლის.