2022 წელს სამინისტროს ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო, რომელიც გადაჭარბებით შესრულდა-ქარსელაძე

სიღარიბე და უმუშევრობა, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15,6% შეადგინა. ასევე, ორ წელიწადში – 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.
“სიღარიბე და უმუშევრობა, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება.მესამე კვარტალი ამ კუთხითაც გამოირჩეოდა. უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია – 15,6%-ი შეადგინა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2 წელიწადში – 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. 229 000 ადამიანი დასაქმდა აი ამ ბოლო 2 წელიწადში. აქედან არასახელმწიფო სექტორში 209 ათასი ადამიანია დასაქმებული. ასევე, მოგეხსენაბათ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმებული არის ბოლო 6-7 თვეში. რესურსი არის ძალიან დიდი. მოგეხსენებათ, რომ 200 000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი და ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველა ეს ადამიანები დავასაქმოთ როგორც კერძო სექტორში, ასევე, საჯარო სექტორში.
მე, ასევე, მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, რომ ჩვენ როგორც მოგახსენეთ 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით წელს. საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზი არის შემდეგი, რომ საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და ევროპის მასშტაბით. ეს არის ჩვენი პარტნიორების აი-ემ-ეფ-ის, მსოფლიო ბანკის პროგნოზები,” – განაცხადა პრემიერმა.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნებში წელს საქართველოს 500-მდე მოქალაქე დასაქმდა.
როგორც აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უცხოეთში დასაქმების პროგრამის გაფართოება იგეგმება.
„წელს, საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა რამდენიმე უცხო ქვეყანაში. ეს არ არის დიდი ციფრი, თუმცა ამ პროგრამის გაფართოებას ვფიქრობთ და აქტიური მოლაპარაკება გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან – ესენია ისრაელი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ვისთანაც გვაქვს კონტრაქტები, რათა კვოტები გაგვიზარდონ და ჩვენმა უფრო მეტმა მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ დასაქმება სეზონურ და სხვადასხვა სამუშაოზე. ეს მათი შემოსავლის ზრდას და ქვეყანაში თანხების შემოდინებას შეუწყობს ხელს”,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ძალიან საინტერესო ანგარიში წარმოადგინა. გვქონდა შედეგიანი 2022 წელი, მნიშვნელოვანი ინიციატივებით და ახალი პროგრამებით, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2022 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს სამინისტროს ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო, რომელიც გადაჭარბებით შესრულდა.
,,განხორციელდა 5 500 პროექტი, რომელშიც მონაწილეობდა 1 200 კომპანია და ჩართული იყო 25 000 ადამიანი. ეს ციფრები გამოხატავს იმას, თუ რა ხდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით წელს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის118 კმ-ზე, საიდანაც 40 კმ-ზე მოეწყო საფარი და 15 კმ უკვე გახსნილია მოძრაობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
როგორ მინისტრმა აღნიშნა, 2023 წელს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, ეტაპობრივად გაიხსნება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე და სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთებზე.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტზეც და 9 კმ-იანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები უკვე 4.5 კმ-ის სიღმეში მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2000 კმ გზას.
მინისტრმა ისაუბრა წყალმომარაგების მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზეც და აღნიშნა, რომ 2022 წელს 200-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობდა პროექტები. სამუშაოები დასრულდა 38 მდებარეობაში, რის შედეგადაც, 140 000 ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება. მისი თქმით, წყალმომარაგების რეკორდული ბიუჯეტი მომხმარდება მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტის შესრულებას და 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქი 24 – საათიან წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.