რესტორან “ბაბილოსთან”, აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს-მოსამართლეები კი ტერიტორიას პოლიციის დახმარებით ტოვებს
რესტორან “ბაბილოსთან”, აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი. ადგილზე ხმაურია. რესტორანში იმყოფებიან მოსამართლეები.
კერძოდ, ერთ-ერთი მოსამართლის პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაყვანას, აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. სწორედ ამ დროს ჩასვეს პოლიციელებმა მანქანაში აქციის მონაწილე და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
“ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას”, – აღნიშნეს ადგილზე სამართალდამცველებმა
“რატომ იჭერთ მონებო”, “გაუშვით” – ისმოდა შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან. ადგილზე იმყოფებიან რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულების დედებიც. ისმის შეძახილები: “მონა, მონა”.
მოქალაქეები მათ წვეულებას აპროტესტებენ. რამდენიმე მოსამართლეს, რომელმაც რესტორანი დატოვა, აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ. ასევე, ესროლეს კვერცხები.
მოსამართლეები ტერიტორიას პოლიციის დახმარებით ტოვებენ.
გარდა ამისა დაკავებულებს შორის არიან ცვლილებებისთვის წევრები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
ამის შემდეგ პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი ოპოზიციონერი გიორგი კირთაძე და ტერიტორიიდან გაიყვანა. არიან თუ არა დაკავებულები ხოშტარია და კირთაძე. “კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან. პარტიის ერთ-ერთი წევრის ბაჩი მექვაბიშვილის თქმით, პოლიციელები ვერ განმარტავენ, რატომაა დაკავებული გიორგი კირთაძე. რამდენიმე წუთის წინ დააკავეს დროას წევრი, შუშანა მაცაბერიძეც.
ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.