საქართველოსიახლეები

რომელი აბიტურიენტი ჩააბარებს გამოცდას იზოლირებულ ოთახში

აბიტურიენტს, რომელსაც კოვიდ-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და მას ჩატარებული PCR-ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, ამ შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებას სპეციალურ პირობებში შეძლებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ამ შემთხვევაში, აბიტურიენტს იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით მოუწევს გამოცდის ჩაბარება, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს.

„თუ აბიტურიენტს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას კოვიდზე ტესტი გაკეთებული აქვს და პასუხი უარყოფითია, მაშინ შესაბამისი პროტოკოლი არსებობს, როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში. ის დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ თუ ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც აქვს, ამ შემთხვევაშიც სპეციალური პროტოკოლია. ის დაიშვება გამოცდაზე იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს. ანუ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, თუ კოვიდინფექცია დადასტურებული არ არის, აბიტურიენტის გამოცდაზე არდაშვების ბარიერად არ შეიქმნას. ხაზს ვუსვამ, თუ PCR-ტესტით პასუხი უარყოფითია და აბიტურიენტს გარკვეული სიმპტომები აქვს, მან გამოცდა შესაბამის პირობებში ჩააბაროს. არის რამდენიმე ვარიანტი. ტემპერატუურა სიმპტომების გარეშე, ტემპერატურა და სიმპტომები და თითოეულ მათგანზე სპეციალური პროტოკოლი იქნება.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button