რულოვსის ნაცვლად პარლამენტში შესაძლოა ღვინიაშვილი შევიდეს

სანდრა რულოვსი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის მეორე ნომერმა შესაბამისი განცხადებით ცესკო-ს გუშინ მიმართა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ საკითხზე გადაწყვეტილება მათ კომპეტენციაში არ შედის და სანდრა რულოვსს განცხადებით პარლამენტისთვის უნდა მიემართა.
ზუგდიდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატის უარის მიღების შემთხვევაში, პარლამენტში სიის 28-ე წევრი გიორგი ღვიანიაშვილი შევა, რომელიც ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
თანაგუნდელის გადაწყვეტილება პარტიის არც სხვა წევრებს შეუფასებიათ.