
რუმინეთში 24 მარტიდან დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 200 000-ზე მეტი ადამიანი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 400 დან 4 000 ევრომდეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანაში გამოწერილი ჯარიმების ოდენობა უკვე 80 მილიონ ევროს უახლოვდება. მთავრობის განცხადებით, რუმინეთის ჯანდაცვის სისტემა ზედმეტად სუსტია, რათა პაციენტების დიდ რაოდენობას გაუმკლავდეს და ქვეყანაში ასეთი მკაცრი ზომები შემოღება სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი.
რუმინეთში „კოვიდ-19“ უკვე 9 242 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 507 გარდაიცვალა.