მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსების მიერ ძალით წაყვანილი 128 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა

უკრაინა დატოვა 8 მილიონამდე ადამიანმა

ღამის განმავლობაში იბომბებოდა ხარკოვი, იერიშები მიიტანეს ცენტრალურ პარკზე. დაიბოპმბა სუმიც, რასაც 1 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კონტრიერიშებს ახორციელებს უკრაინაც. უკრაინულმა ძალებმა 910 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს, გაანადგურეს ოკუპანტების 15 საბრძოლო მანქანა, 8 ტანკი, თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

პროკურორის ინფორმაციით, რუსების მიერ ძალით წაყვანილი 128 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა.

უკრაინის დასაცადავად მოკავშირეების მიერ გაგზავნილი ტანკების პირველი კომპლექტი უკრაინაში უახლოეს თვეებში ჩავა. მანამდე კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ენტონი ბლინკენს ესაუბრა. მათ დამატებითი სამხედრო დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხები განიხილეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა.

გაეროს გადაუდებელი დახმარების უწყების ხელმძღვანელის, მარტინ გრიფიტსის თქმით, ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში უკრაინა დატოვა 8 მილიონამდე ადამიანმა, კიდევ 5.3 მილიონ პირს კი ქვეყნის შიგნით მოუწია იძულებით გადაადგილება. გრიფიტსმა ეს მონაცემები გაეროს უშიშროების საბჭოს 6 თებერვალს მიაწოდა ნიუ-იორკში.

ამავე მონაცემებით, 17.6 მილიონი ადამიანი – ანუ უკრაინის მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტი – ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button