მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსების სამხედრო დანაკარგი უკრაინის თავდაცვის მონაცემებით

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 24 მარტამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:

✔ჯარისკაცი – დაახლოებით 15 800

✔ტანკი – 530

✔ჯავშანტექნიკა – 1 597

✔საარტილერიო სისტემა – 280

✔სარაკეტო სისტემა – 82

✔საზენიტო საბრძოლო სისტემა – 47

✔თვითმფრინავები – 108

✔ვერტმფრენი – 124

✔სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 033

✔გემი/ნავი/კატარღა – 4

✔საწვავის რეზერვუარი – 72

✔ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 50

✔სპეციალური აღჭურვილობა – 16.

1 თვე ომიდან – უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ და რუს ოკუპანტებს მინიმუმ 25 კილომეტრით უკან დაახევინეს. კიევის მისადგომებთან რუსი ჯარისკაცები აღარც კი ჩანან. ლიკვიდირებული ჯარისკაცების ცხედრები ქუჩაშია მიმოფანტული, დაუმარხავი ცხედრების გამო უკრაინა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.

რუსებს თავისი მოკლული ჯარისკაცების ცხედრები არ სჭირდება და გადასვენებას არ აპირებენ. გვამები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, პირველ რიგში ეკოლოგიურს. გახრწნისას ცხედარი შხამს გამოყოფს – აცხადებს უკრაინული ჯანდაცვა

მძიმე მდგომარეობაში ვარ – ეს განცხადება დილიდან რამდენიმე ქალაქი მერმა გააკეთეს. აფეთქებებია დილიდან ბერდიანსკში, ჩეჩენი მებრძოლები მძევლად აიყვანეს მარიუპოლშო.

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რუსებმა ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა მოკლეს. ის კიევში, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.

უკრაინული წყაროების ცნობით, ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსული გემი ჩაძირეს, კიდევ ორი გემი კი დაზიანებულია. ასევე განადგურებულია საწვავის და იარაღის საწყობები.

ოკუპანტები სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რუბიჟნეს, კრემენნაიას, ნოვოდრუჟესკის და ვოევოდოვკას მაცხოვრებლებს ბომბავენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რუბიჟნეში.

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. ინფორმაციას ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, 6 მოქალაქე კი დაშავდა.

“რუსები აგონიაში იყვნენ. სიღრმეში ვერ შეაღწიეს და დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება. ფოსფორის ბომბები ჩამოაგდეს. მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს”, – ამბობს გაიდაი.

ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, კრემენნაია, ნოვოდრუჟესკი, ვოევოდოვკა. შედეგად დაზიანდა 31 ობიექტი, მათ შორის 10 ბინა და 13 კერძო სახლი. 16-ში შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ამ დროისთვის ლუგანსკში 14 დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეუწყდა, 21-ს კი მთლიანად. ელექტროენერგიის გარეშეა 101 526 მომხმარებელი. გაზი არ მიეწოდება 27 დასახლებას, აქედან 5-ს ნაწილობრივ, ხოლო 22-ს მთლიანად.

მსგავსი პოსტები

Back to top button