მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანშია

გარდა ამისა ერევანში პუტინსაც ელოდებიან რასაც აქციბი მოყვა

ერევანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა. ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ-ის) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში მონაწილეობას მიიღებს.

ლავროვს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

გარდა ამისა, „ოდეკაბეს“ სამიტის ფარგლებში, ერევანში ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევიც.
ერევანში ОДКБ-ის (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სამიტისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინ, სომხეთის პროდასავლური ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. აქციაზე რუსეთისა და ომის საწინააღმდეგო ლოზუნგები ისმოდა.
აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ОДКБ-მ წევრი არამეგობრული და თუნდაც „სომხეთისადმი მტრული“ ქვეყნების ლიდერების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ღირსეული წინააღმდეგობა უნდა მოჰყვეს.

დღეს სომხეთში კვლავ იგეგმება აქციის გამართვა.

დემონსტრანტები ქვეყანაში პუტინის ვიზიტს ეწინააღმდეგებიან, ასევე ითხოვონ, რომ სომხეთი გავიდეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან. ცნობისთვის, 23 ნოემბერს ერევანში ОДКБ-ის სამიტის გამართვაა დაგეგმილი, რომელსაც პრეზიდენტი პუტინიც დაესწრება.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ ანტირუსულ ლოზუნგებს: “რუსეთი მტერია!”, “ОДКБ მტერია!”. ისინი ამბობენ, რომ რუსეთი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არ დაეხმარნენ სომხეთს არც სექტემბერში აზერბაიჯანთან შეტაკებების დროს და არც მას შემდეგ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი გაგრძელდება 23 ნოემბერსაც, როდესაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ლიდერები ერევანში შეიკრიბებიან.

ოპოზიციური ალიანსი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან სომხეთის გასვლას მოითხოვს. ორგანიზაციის სამიტი ერევანში დღეისთვისაა დაგეგმილი, მას რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრება.

წელს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება სომხეთში 2020 წლის შემოდგომის შემდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იქ უკვე ჩავიდა.

ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი სომხეთის დედაქალაქში დღეს გაიმართება. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 2022 წელს, ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა სომხეთია. შემდეგ წელს, თავმჯდომარეობას ბელარუსი გადაიბარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button