მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 362 ბავშვია დაღუპული

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 362 ბავშვია დაღუპული, 716-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა

📌დონეცკის რეგიონში – 376

📌ხარკოვის ოლქში – 202

📌კიევის ოლქში – 116

📌ჩერნიგოვის ოლქში – 68

📌ლუგანსკის ოლქში – 61

📌ნიკოლაევის ოლქში – 60

📌ხერსონის ოლქში – 55

📌ზაპოროჟიეს ოლქში – 40.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 328 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.

უწყების ცნობითვე, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან არ მოიცავს მსხვერპლთა მონაცემებს იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button