მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ლიმანის დატოვება დაადასტურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა სამხედროებმა უკრაინის დონეცკის რეგიონში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ლიმანი დატოვეს.

რუსეთის თქმით, სამხედროების გადაჯგუფება ალყის გამო მოხდა და რუსულმა ძალებმა “უკეთესი პოზიციებისკენ გადაინაცვლეს”.
“ალყაში მოქცევის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით, მოკავშირეთა ჯარები გაყვანილია კრასნი ლიმანის დასახლებული პუნქტიდან”, – წერს “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

მიუხედავად მტრის (უკრაინის) დანაკარგებისა და მათზე მნიშვნელოვანი უპირატესობისა როგორც ძალების ასევე შეიარაღების კუთხით, მტერმა შემოიყვანა რეზერვები და შეტევა ამ მიმართულებით გააგრძელა“ – აცხადებს რუსეთის თავდაცვა.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ლიმანში არიან და “მიმდინარეობს ბრძოლები”.

„ჩვენ უკვე ლიმანში ვართ, მაგრამ შეტაკებები გრძელდება, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“ – განაცხადა ჩერევატმა.

დღეს 1-ლ ოქტომბერს, ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაის განცახადა, რომ ლიმანში 5000-მდე რუსი ჯარისკაცია ალყაში მოქცეული.

29 სექტემბერს ომის კვლევის ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ლიმანში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ალყაში მას შემდეგ მოხვდა, რაც უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს რუსული არმიის თავდაცვის ხაზები სტავკის დასახლების გარშემო, რომელიც ლიმანიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა იამპოლის გათავისუფლება და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებები ლიმანში. ზელენსკის თქმით, უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და საგრძნობ შედეგებს აღწევს.
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროივის თქმით, ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინია, რომელმაც რუსეთის გმირის ვარსკვლავი მიიღო.

“ამ მონაკვეთის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი… ლუგანსკიდან მობილიზებული მებრძოლები, ლიმანის მიმართულებით ყველა საზღვარზე გაგზავნა, მაგრამ არ მიაწოდა მათ საჭირო კომუნიკაციები და საბრძოლო მასალა” – ამბობს კადიროვი

ჩეჩნეთის მეთაური ამტკიცებს, რომ ლაპინი ფრონტის ამ სექტორში შესაძლო წარუმატებლობის შესახებ გააფრთხილეს და ამის შესახებ მან, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან პირადად ისაუბრა, თუმცა გენერალმა მას უთხრა, რომ ლაპინის ენდობოდა – “ელემენტარული სამხედრო ლოჯისტიკის უქონლობის გამო, დღეს ჩვენ დავტოვეთ რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ტერიტორიის დიდი ტერიტორია” – წერს ტელეგრამზე კადიროვი

კადიროვის თქმით, ლაპინს მაღალჩინოსნები მფარველობენ და მისი ნება რომ იყოს, “მას წოდებას ჩამოართმევდა და ფრონტის ხაზზე გაგზავნიდა, რათა ეს სირცხვილი ჩამოერეცხა”.

” ლაპინი უღიმღამოა, მას ხელს გენერალური შტაბის ლიდერები აფარებენ. ჩემი ნება რომ იყოს, ლაპინს დავაქვეითებდი რიგითამდე, ჩამოვართმევდი ჯილდოებს და ავტომატით ხელში, ფრონტის ხაზზე გავგზავნიდი, რომ ჩვენი სირცხვილი სისხლით ჩამოერეცხა” – წერს კადიროვი

გარდა ამისა, კადიროვი კრემლს მოუწოდებს გამოიყენოს ბირთვული იარაღი და არ უყუროს მიღებულ გადაწყვეტილებებს “ამერიკის თვალით”

“არ ვიცი რას ეუბნება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უზენაეს მთავარსარდალს, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, უფრო მკვეთრი ზომები უნდა იქნას მიღებული, სასაზღვრო რაიონებში საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე და დაბალი რეჟიმის გამოყენებამდე – აიღეთ ბირთვული იარაღი. არ არის აუცილებელი ყოველი გადაწყვეტილების მიღება დასავლეთ – ამერიკის საზოგადოების თვალით – მათ უკვე თქვეს და ბევრი რამ გააკეთეს ჩვენს წინააღმდეგ” – წერს კადიროვი

მსგავსი პოსტები

Back to top button