მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა ბორის ჯონსონს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. BBC-ის ინფორმაციით, ბორის ჯონსონის გარდა რუსეთში შესვლა ასევე აეკრძალათ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესსა და კიდევ 10 ბრიტანელ პოლიტიკოსსა თუ თანამდებობის პირს.

გამოცემის ცნობით, აკრძალვის მთავარ მიზეზად რუსეთი ქვეყნის მიმართ ბრიტანეთის „მტრულ“ პოლიტიკას ასახელებს.
ჯონსონი გმობს მოსკოვის აგრესიას უკრაინაში და რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ბრიტანეთის ხელუსუფლება ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსეთს სანქციები დაუწესა და ქვეყნის ეკონომიკურ იზოლაციაზე დაიწყო საუბარი.

ჯამში სანქციები დაუწესდა 13 პირს. რუსეთის განცხადებით, გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის “რუსოფობიული” პოლიტიკის გამო მიიღეს.

ცნობისთვის, გასულ თვეში რუსეთის წინააღმდეგ „მტრული პოლიტიკის“ გატარების გამო რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა ასევე აუკრძალა ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის: ჯო ბაიდენს, ჰილარი კლინტონს, ენტონი ბლინკენსა და ლოიდ ოსტინს.

მსგავსი პოსტები

Back to top button