მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა კიევზე შეტევა განაახლა

დასავლეთ უკრაინაში, კიევის მსგავსად ოკუპანტებმა იერიში ქალაქ ლვოვზეც მიიტანეს – ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ BBC-მ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ლვოვში დღეს დილით აფეთქებების ხმა ისმოდა.

Telegram-ში გუბერნატორმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ადგილობრივი დროით 05:46-დან 07:02 საათამდე.

მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა მუშაობდა, მაგრამ არ აქვს დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დარტყმა მოხდა და იყო თუ არა მსხვერპლი.

ამასთან, Telegram არხში ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ აფეთქებები მოხდა კიევში, დარნიცკის რაიონში, ქალაქის გარეუბანში. მისივე თქმით, დაღუპულთა რაოდენობა უცნობია და ადგილზე იმყოფებოდნენ მაშველები.

ამასთან რუსები აძლიერებენ პოზიციებს იზიუმთან, ნაწილობრივ ბლოკავენ ხარკოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ იზიუმის მიდამოში 22-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფია თავმოყრილი. ოკუპანტები ასევე ემზადებიან საბრძოლო მოქმედებების გასააქტიურებლად ავდეევკის სიახლოვეს, დონეცკის ოლქში. აღნიშნულია, რომ რუსული არმია ყველაზე აქტიურია სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით.

გენშტაბის განმარტებით, მტერი თავის ძირითად ძალისხმევის კონცენტრირებს ჯარების გადაჯგუფებასა და გაძლიერებაზე ახდენს. ასევე აგრძელებს ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებასა და მის დაბომბვას არტილერიის ამოყენებით.

გენერალურმა შტაბი არ გამორიცხავს მტრის ოპერაციების გააქტიურებას იზიუმისა და ბარვენკოვოს დასახლებების მიმართულებით, რათა მათ შეძლონ გაერთიანებული ძალების ქვედანაყოფებისთვის უკნიდან შემოვლა სლავიანსკთან ახლოს.

„დონეცკისა და ტავრიჩესკოეს მიმართულებით მტერი ცდილობს დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას. ოკუპანტის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დასახლებული პუნქტების პოპასნაიას და რუბეჟნოეს აღებასა და მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე. ზომებს იღებს ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად და საბრძოლო მასალის შესავსებად. ცდილობს გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა. აგრძელებს იერიშს უმეტესი მიმართულებით“,- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button