მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთს შეერთებული შტატების განადგურებაც შეუძლია

რუსეთი ფლობს თანამედროვე უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

“რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თანამედროვე უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება”, – აღნიშნა პატრუშევმა.

მისი თქმით, ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრევენციული დარტყმის შემდეგ, რუსეთი საპასუხო დარტყმას ვერ შეძლებს. პატრუშევის მტკიცებით ასეთი მოსაზრება „არაშორსმჭვრეტელური და სახიფათო სისულელეა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მსოფლიოს რუსეთის “გაუქმება” უნდა, მაგრამ მისი თქმით, კრემლს დასავლეთში ბევრი მეგობარი ჰყავს.

“გაყავი და იბატონე” სულისკვეთებით მოქმედების მცდელობა მარცხისთვის განწირულია. რუსეთის გაუქმების კამპანიის მიუხედავად, ჩვენ მაინც ბევრი მეგობარი გვყავს, მათ შორის დასავლეთში. ისინი იაზრებენ იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ვაწინაურებთ.

ეს უკვე ხდება მათი [დასავლეთის] რუსეთის წინააღმდეგ მუშაობის მეთოდი. გამოიყენონ ნაციზმის თეორია ჩვენს წინააღმდეგ და გამოიყენონ ის ძალები, რომლებიც მზად არიან ამ თეორიის პრაქტიკაში განსახორციელებლად”, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ინდოეთში ვიზიტის დროს, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თითქოს ცდილობდა ომი შეეჩერებინა, რომელიც “მის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის დახმარებით იყო გაჩაღებული”.

მსგავსი პოსტები

Back to top button