მსოფლიოსიახლეები

“რუსეთში მედპერსონალი ანგარიშსწორების წინაშე დგას”

“რუსეთში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები დამქირავებლებისა და სამართალდამცველების მხრიდან მუქარისა და ანგარიშსწორების წინაშე დგანან, თუკი კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში არასათანადო სამუშაო პირობების შესახებ ხმამაღლა ისაუბრებენ.”

ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი წერს.

არასათანადო სამუშაო პირობებს შორის არის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სიმცირე, რაც საეჭვო პაციენტებთან უსაფრთხო მიდგომისა და დაავადების გავრცელების თავიდან ასარიდებლად არის აუცილებელი.

ორგანიზაციის თანახმად, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობას ყველაზე მწვავედ მარტსა და აპრილში შეეჩეხნენ, როდესაც მთავრობის დაპირება სრულად არ განხორციელდა.

ჯანდაცვის სფეროს მუშაკები კვლავ დგანან საფრთხეების წინაშე, რადგან საზოგადოებაში ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

„იმის ნაცვლად, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მედპერსონალის ლეგიტიმურ წუხილს მოუსმინონ და მოაგვარონ, დამქირავებლები და თანამდებობის პირები ამაზე საუბრის გამო, ზოგიერთ შემთხვევებში, მათ სჯიან ან სდევნიან.”

– აცხადებს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი ჰიუ ვილიამსონი.

მსგავსი პოსტები

Back to top button