მსოფლიოსიახლეები

რუსეთში მილიარდერ დიმიტრი ბოსოვის ცხედარი იპოვეს

რუსეთში მილიარდერ დიმიტრი ბოსოვის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გარდაცვლილი 52 წლის მამაკაცის ცხედარი, მოსკოვის მახლობლად, ოდინცოვოში იპოვეს. როგორც რუსული მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, დიმიტრი ბოსოვმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

ბოსოვი ჯგუფ “ალტეკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც ანტრაციტსა და ნახშირს მოიპოვებს.

აპრილის დასაწყისში ბოსოვმა საქმეს ჩამოაშორა თავისი ბიზნეს-პარტნიორი ალექსანდრ ისაევი, რომელსაც მისთვის მინდობილი საქმით “უზომოდ ბოროტად სარგებლობაში, მტაცებლობასა და არასანდო ინფორმაციის გავრცელებში” დასდო რალი. ალექსანდრ ისაევმა კი, საქმიანი რეპუტაციის აღდგენის მიზნით, ბოსოვის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ჟურნალ “ფორბსის” უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, 1.1. მილიარდი დოლარით, ბოსოვი 86-ე პოზიციაზეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button