მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსი ჯარისკაცების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე საჩივარი დაიწერა

რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების კონცენტრაციას დონეცკის რეგიონში სევეროდონეცკის მხარეში

რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების კონცენტრაციას დონეცკის რეგიონში სევეროდონეცკის მხარეში, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 3 ივნისს.

“დონეცკის მიმართულებით, მტერი თავისის ძირითადი ძალების თავშეყრას ახდენდა ქალაქ ქალაქ სევეროდონეცკის რაიონში. საარტილერიო ცეცხლის საფარქვეშ მათ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის საცხოვრებელ ადგილებში შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს. მას აქვს ნაწილობრივი წარმატება, მაგრამ აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება”, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ანგარიშში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე მოტუზიანიკის განცხადებით, 3 ივნისის დილის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჯარები უკუაგდეს სევეროდონეცკის მიდამოებში მდებარე ორი დასახლებული პუნქტიდან – სლატინოდან და დემენტიევკადან.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, რუსეთმა უკრაინაში ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს.
3 ივნისს, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან მეასე დღეს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავდაპირველ მიზანს – კიევის და უკრაინის სახელმწიფო მართვის ცენტრების დაპყრობას.

ამასთან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კატერინა პავლიჩენკოს თქმით, უკრაინის პოლიციაში დაახლოებით 50 საჩივარი შევიდა და რუსი ჯარისკაცების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე 16 სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ინფორმაციით, უკრაინა, მისი საერთაშორისო მოკავშირეები და გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი პოტენციურ სამხედრო დანაშაულებს, მათ შორის სექსუალურ ძალადობას იკვლევენ უკრაინაში მას შემდეგ, რაც 100 დღის წინ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.

„რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, ეს ძალიან რთული საკითხია. საკითხი, რომელზეც როგორც წესი, დაზარალებულებს საუბარი არ სურთ, რადგან ის შიში და ტკივილი, რაც მათ განიცადეს, უნდათ, რაც შეიძლება მალე დაივიწყონ”, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კატერინა პავლიჩენკომ.

ცნობისთავის უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ცნობით, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონში, ზაპოროჟიეში მდებარეობს, სათადარიგო ნაწილების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

„ქარხანაში სტაბილური და უსაფრთხო ოპერაციების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა. სათადარიგო და სახარჯო მასალები პრაქტიკულად არ არის დარჩენილი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთს აქვს დაკავებული, თუმცა ატომურ ელექტროსადგურს უკრაინელი ტექნიკოსები აკონტროლებენ.

შეგახსენებთ რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოები, განსაკუთრებით აშშ, უკრაინას უწევენ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას, რომელსაც ახლახან პირველად დაემატა სარაკეტო სისტემები. ამ ტიპის შეიარაღებას უკრაინა განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, “დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად”.

მსგავსი პოსტები

Back to top button