რუსმა ოკუპანტებმა სკოლა დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირი კიდევ ერთხელ დაბომბეს შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აფეთქებების ხმა ისმოდა. სარაკეტო იერიში მიიტანეს 25-ე სკოლაზეც, შემთხვევის შედეგად ნახევარი სკოლა დაინგრა, – აცხადებს ქალაქის მერი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
“ახლახანს რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირის 25-ე სკოლაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაშავებულთა და დაღუპლუთა შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. სკოლა დანგრეულია, ახლა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს”, – თქვა ქალაქის მერმა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს ბომბავენ. უკრაინაში ომი უკვე მე-9 დღეა მიმდინარეობს.