ოპოზიციის პროტესტი გრძელდება

ოპოზიციის პროტესტი გრძელდება – რამდენიმე დღეში “ნაციონალური მოძრაობა” სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მათი სამოქმედო ტაქტიკა მისაღები იქნება იმ პოლიტიკური პარტიებისთვისაც, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან”აქტიურად თანამშრომლობენ.
“ლელოში” ადასტურებენ იმას, რომ ოპოზიცია კოალიციურ ფორმატში მუშაობს. ხელისუფლების ოპონენტების მთავარ მოთხოვნად კვლავ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რჩება.
“რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, ეს უკვე იმდენად აბსურდშია გადაზრდილი, რომ უკვე საერთოდ აღარ არის საინტერესო” – ბექა დავითულიანი
ოპოზიციის რიტორიკა მიუღებელია “ქართული ოცნებისთვის”. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მათი ოპონენტები დესტრუქციულ ხედვას არ იცვლიან და არ არიან მზად საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი მუშაობისთვის.
მათი განცხადებით, შეუძლებელია ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ვინაიდან პატიმარი სააკაშვილი არის საკმაოდ ბევრ გახმაურებულ საქმეში ბრალდებული და მისი გამართლება ვერ მოხდება.
უმრავლესობისთვის ასევე გაუგებარია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაც. მათი განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.
ოპოზიციიდან ბაჩო დოლიძის და გრიგოლ გეგელიას ხმა
ბექა დავითულიანის და გივი მიქანაძის ხმა