მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“რუსთავი 2”-ში სტუმრების მისვლა აიკრძალა

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ტელევიზიაში მკაცრი საკარანტინო წესები იმოქმედებს. ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინტერვიუში სალია ამბობს, რომ არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, გადაცემებში სტუმრების მოსვლა შეზღუდულია.

მანამდე, ტელეარხის საინფორმაციო გამოშვების წამყვანსა და ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

პაატა სალია

“დღეს უკვე მიმდინარეობს განმეორებითი ტესტირება იმ ადამიანებისა, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა თეონასთან ბოლო დღეებში. ასეთი დაახლოებით, სულ 60 ადამიანია.

“ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე ე.წ. საინკუბაციო პერიოდია, მაქსიმალურად გამკაცრებული გვაქვს წესები და ფაქტობრივად, აკრძალული გვაქვს სტუმრების მოსვლა, თუნდაც ეზოში. ასევე აკრძალული გვაქვს გადაცემებში სტუმრების მოსვლა.” – აცხადებს სალია.

ირაკლი იმნაიშვილი

“რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ 14 სექტემბერს ტელევიზიის თანამშრომლებისათვის ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი იყო უარყოფითი, ძალიან კარგი ტენდენციაა, “თუმცა, ეს არხის მენეჯმენტს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას”.

“ეს არის პროტოკოლი, რომელიც შევიმუშავეთ დაავადების მართვის ეროვნულ ცენტრთან ერთად. ოფისში ყოველ 24 საათში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ასეთი გზით, ჩვენ ვცდილობთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეექმნას საფრთხე თანამშრომლებს და არც იმათ. ვინც ჩვენთან თანამშრომლობს.” – ამბობს ის.

მოისმინეთ პაატა სალიას და ირაკლი იმნაიშვილის ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button