მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულმა ავიაკომპანია აზიმუტმა თბილისის მიმართულებით ფრენები სანქტ-პეტერბურგიდანაც დაიწყო

რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა” პირდაპირი ფრენები თბილისის მიმართულებით სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდანაც დაიწყო.

ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეისები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
აზიმუტი თბილისისკენ რუსეთის კიდევ ოთხი ქალაქიდან, მოსკოვიდან მირერალნიე-ვოვიდან, სოჭიდან და უფადან დაფრინავს.
სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს ამ დრომდე Georgian Airway-ს (კვირაში სამჯერ) და რუსული Red Wing (კვირაში ორჯერ) ახორციელებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს საავიაციო სააგენტოს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ავიაკომპანიებისთვის რუსეთში ფრენების განხორციელების ნებართვების გაცემის შესახებ.
აზიმუტმა საქართველოში ფრენები 17 მაისიდან დაიწყო.

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ამატებს

ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას და გააუქმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენების შესრულების აკრძალვა, რომელიც თავადვე დააწესა 2019 წლის ივნისში თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. კიდევ ერთი განკარგულებით პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 23 წლის განმავლობაში მოქმედი სავიზო რეჟიმი გააუქმა.

17 მაისიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე ყოველდღიური ფრენები „აზიმუტმა“ დაიწყო, 20 მაისიდან კი ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“. ფრენების ნებართვა კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ – „რედ ვინგსმა“ მიიღო, რომელსაც პირველი ავიარეისი მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით 10 ივლისს უნდა შეესრულებინა, თუმცა ის უამინდობის გამო გადაიდო. „რედ ვინგსი“ მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენას ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს გეგმავს, ხოლო სოჭი-თბილისის რეისებს სამშაბათსა და კვირას შეასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button