საბერძნეთი კრედიტორებთან დათმობაზე მიდის

საბერძნეთის პრემიერმინისტრი საერთაშორისო კრედიტორებთან დათმობაზე მიდის.

ცნობილი გახდა იმ წერილის დეტალები, რომელიც ალექსის ციპრასმა ევროკომისიის პრეზიდენტს გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ საბერძნეთის მთავრობა მზადაა კრედიტორთა თითქმის ყველა პირობას დათანხმდეს.

ალექსის ციპრასმა მხოლოდ ორი ცვლილების შეტანა მოითხოვა – დამატებული ღირებულების გადასახადის დაწევა და საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა, რომელიც ძალაში ოქტომბრიდან უნდა შევიდეს. ევროზონის ფინანსთა მინისტრები ამ საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ.

ათენში აცხადებენ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. საბერძნეთი ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა გახდა, რომელმაც საერთაშორისო დავალიანება დათქმულ დროში ვერ გადაიხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button