საქართველოსიახლეები

საგანგებო შეზღუდვების დარღვევის 101 ახალი ფაქტი

გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 101 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 8 პირი დააჯარიმეს, თვითიზოლაციის წესი კი, 1-მა ადამიანმა დაარღვია.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, – 15 000 ლარით.

მსგავსი პოსტები

Back to top button