კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საგარეჯოში მამაკაცი ტრაქტორის შეჯახების შემდეგ გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ კაკაბეთში მოხდა.

პირველადი დათვალიერებით, მამაკაცს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს ტრაქტორით თანასოფლელი დაეჯახა. შეჯახების შემდეგ, ტრაქტორის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი კი, მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაქტორის მძღოლი უკვე იდენტიფიცირებულია და ის დანაშაულს აღიარებს.

მომხდარ ფაქტზე, პოლიცია შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს ატარებს

მსგავსი პოსტები

Back to top button