კატარის დედოფალი საქართველოშია [Photo]

შეიხა მოზა ბინტ ნასერი საქართველოს პირველად არაოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან შვებულება თბილისში ცნობილ დიზაინერთან ულიანა სერგეენკოსთან ერთად გაატარა. მათ ერთად რუსეთი და სომხეთიც მოინახულეს.

საქართველოში  ვიზიტის დროს კატარის პირველმა ლედიმ მოინახულა ძველი ქალაქის ღირს შესანიშნაობები, ცნობილი დიდი ბაზარი მშრალ ხიდზე, ანტიკვარული მაღაზიები და გალერეები. საქართველოს დედაქალაქში დედოფალი სასტუმრო “Rooms” -ში გაჩერდა.

ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის ეროვნული სამზარეულოს კაფეში, სტუმრებისათვის მოეწყო ქართული ვახშამი  ნაციონალური მუსიკისა და ცეკვის თანხლებით. იმავე საღამოს მწერალთა სახლში სტუმრებისათვის იმღერა ნანი ბრეგვაძემ.

შეიხა მოზა, რომელიც ცნობილია მისი ჩინებული და დახვეწილი გემოვნებით, ქართველი დიზაინერების ბუტიკებშიც ჩანდა.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”9027″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1433949244613″]

მსგავსი პოსტები

Back to top button