მსოფლიოსიახლეები

“სამეცნიერო გარღვევა”; “ბრწყინვალე ამბავი”

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბრიტანელი პროფესორების კვლევაზე, კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების დექსამეტაზონით მკურნალობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიგნება სამეცნიერო გარღვევას წარმოადგენს.

„ეს პირველი პრეპარატია, რომელმაც კოვიდ 19-ით დაავადებულ იმ მძიმე პაციენტებზე, რომელთაც ჟანგბადის მიწოდება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ესაჭიროებათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად შეამცირა. ბრწყინვალე ამბავია და ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებს, ბრიტანელ ექიმებსა და პაციენტებს, რომელთაც აღნიშნული სამეცნიერო ექსპერიმენტით, უდიდეს სამეცნიერო მიღწევაში თავიანი სერიოზული წვლილი შეიტანეს.“ – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, გუშინ BBC-მ გამოაქვეყნა უახლესი დასკვნის შედეგები, რომლითაც დადგინდა, რომ ბრიტანელმა ექიმებმა მიაგნეს პრეპარატს, რომელიც კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების რისკს რამდენჯერმე შეამცირებს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული წამლის გამოყენება სავენტილაციო აპარატზე მიერთებული პაციენტებისთვის, გარდაცვალების რისკს სამჯერ ამცირებს, ხოლო ჟანგბადის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფთათვის, სიკვდილის რისკი ხუთჯერ იკლებს.

მკვლევართა შეფასებით, ბრიტანეთში პანდემიის დაწყების მომენტში, დექსამეტაზონი ფართო გამოყენებისთვის რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომისიკვდილისგან სულ ცოტა, 5 000 პაციენტს იხსნიდნენ. წამალი ძალზე დაბალი ფასის მქონეა და მას ღარიბ ქვეყნებში კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button