მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საფრანგეთი კარანტინის შემდეგ

ეტაპობრივად, საფრანგეთი პანდემიამდე არსებულ ცხოვრების სტილს უბრუნდება. ქვეყანაში ხელახლა იხსნება კემპინგები და კინოთეატრები.

მუშაობას განაახლებს პარიზის მეტროს აბსოლუტურად ყველა სადგური. აგრეთვე, განახლდება საგანმანათლებო პროცესი, რომლის ფონზეც, მოსაწავლეებისთვის სკოლებში გაკვეთილებზე დასწრება სავალდებულო ხდება. 24 ივნისიდან, ტურისტებს ეიფელის კოშკზე ასვლაც შეეძლებათ.

26 ივნისიდან იხსნება პარიზის აეროპორტიც, რომელიც გერმანელ და ევროკავშირის უმრავლესი ქვეყნის მოქალაქეთა ტრანსპორტირებას მოემსახურება.

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:

“დღეიდან საფრანგეთში კინოთეატრები გაიხსნა.. კინოდარბაზებში მუშაობს კონდიციონერები, პირბადის გაკეთება სავალდებულო არაა, საჭიროა მხოლოდ სოციალური დისტანციის დაცვა ანუ მაყურებელი ყოველი ერთი სკამის გამოტოვებით დაჯდება.”

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ვიდეოკადრები, თუ როგორი ხალხმრავალია საფრანგეთის რესტორნები და კაფე-ბარები ცენტრალურ უბნებში, სადაც პოსტპანდემიურ პერიოდში, მოქალაქეები მეგობრებთან ერთად იკრიბებიან და საკარანტინო შეზღუდვების ეტაპობრივ გაუქმებას აღნიშნავენ.

https://www.facebook.com/turama.es/videos/890694538075082/

შეგახსენებთ, რომ კოვიდ 19-ის გავრცელება საფრანგეთში ძალზე მაღალია. ფატალური შემთხვევების რიცხვი 29 640-ს შეადგენს. განკურნებულია 74 372 პაციენტი, 56 365 კი, ამ დრომდე აქტიურ მკურნალობას გადის კლინიკებში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button